
ჩვენი პროდუქცია
საცობი არის შესანიშნავი ბუნებრივი მასალა, რომელიც მზადდება კორპის მუხის ქერქისგან და შექმნილია დიდი შრომის შედეგად. საცობი გადის გრძელ გზას ტყიდან ბოთლამდე, რომ გახდეს თქვენი ღვინის საიმედო პარტნიორი. ჩვენი კომპანია, როგორც დისტრიბუტორი და საბითუმო მომწოდებელი გთავაზობთ მაღალი ხარისხის საცობებს პორტუგალიიდან.
ღვინის საცობები

აგლომერატი
აგლომერირებული კორპი გამოიგონეს მე -19 საუკუნის ბოლოს. აგლომერატის საცობი დამზადებულია ნატურალური საცობის დამზადების შემდგომ დარჩენილი მიკროგრანულების გადამუშავების შედეგად.
ეს საცობი ეკონომიური გამოსავალია იაფი სეგმენტის ღვინოებისათვის (სუფრის ღვინოების დასალუქად), შენახვის მოკლე ვადით, და იგი ასევე სტრუქტურულად მდგრადია ცხელი ჩამოსხმის დროსაც, რომელიც საიმედოდ დაიცავს ღვინოს. ამ ტიპის კორპის საცობი ყველაზე ხშირად გვხვდება 38 * 23 მმ ზომის, მაგრამ ის შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და დიამეტრის, რაც დამოკიდებულია მეღვინეების მოთხოვნებსა და სურვილებზე.

მიკროაგლომერატი
მიკრო აგლომერირებული საცობი დამზადებულია ნატურალური საცობის დამზადების შემდგომ, დარჩენილი მიკროგრანულების გადამუშავების შედეგად. გრანულების ზომები მერყეობს 0.4 მმ-დან 2.0 მმ-მდე, თქვენი მოთხოვნით.
ასეთი საცობები ახლახანს გამოიყენეს ღვინის ინდუსტრიაში, რაც სტანდარტულ აგლომერირებულ საცობებთან შედარებით იძლევა მეტ ელასტიურობას და მეტ საიმედოობას. კარგად შეეფერება სამი წლის განმავლობაში ღვინის დაძველებას, რადგან მათ აქვთ უფრო დახურული ფორების სტრუქტურა, ბუნებრივ საცობებთან შედარებით.


ტვინ-ტოპი (1+1)
საცობები მზადდება აგლომერირებული/მიკრო აგლომერირებულის კორპუსისგან და მასთან დაკავშირებული ნატურალური კორპის დისკებისაგან. დისკების ხარისხი იყოფა რამდენიმე კლასად, რაც დამოკიდებულია ვიზუალურ მაჩვენებლებზე. დისკები მდებარეობს საცობის ორივე მხრიდან.

ნატურალური
ნატურალური საცობი არის დამზადებული ერთი მთლიანი კორპის ხის ქერქისგან. თავისი თვისებებიდან გამომდინარე საიმედოდ იცავს ღვინოს. ნატურალური საცობი განკუთვნილია ძვირადღირებული ღვინოებისთვის, ასევე დასაძველებელი ღვინის შე სანახად.

შუშხუნა ღვინის საცობი (შამპანური)
საცობი არის ყველაზე ეკონომიური გადაწყვეტილება შუშხუნა ღვინისათვის, რომელიც უძლებს 6 ბარამდე წნევას. მზადდება აგლომერირებული და მიკროაგლომერირებული კორპის გრანულებისგან. საქართველოს ბაზარზე ძირითადად იყენებენ 47*29 მმ. ზომას. ის შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და დიამეტრის, რაც დამოკიდებულია მეღვინეების მოთხოვნებსა და სურვილებზე.
კოლმატირებული
კოლმატირებული საცობი არის დამზადებული ნატურალური კორპის დახარისხების შემდეგ, რომელსაც აქვს დიდი ფორები და სხვა დეფექტები. ფორები ივსება კორპის მტვრის, ლატექსის და წებოს ნარევით. საფარი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კორპის მექანიკურ და დალუქვის თვისებებს. ამის შედეგად ვიღებთ ნატურალურ და ბიუჯეტურ პროდუქტს.